იაპონიაში, ქალქ კავასაკიში, დანით შეიარაღებული შუახნის მამაკაცი ავტობუსის მომლოდინე სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხა. სამი გარდაცვლილიდან ორი 11 წლის ბავშვია, ერთი კი 39 წლის მამაკაცი. შემთხვევის შედეგად, სულ მიცირე 18 ადამიანი დაშავდა.
ეჭვმიტანილმა მამაკაცმა შემთხვევის შემდეგ კისერში დანა გაიყარა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ეჭვმიტანილი ორივე ხელში შეირაღებული ბასრი დანებით თავს დაესხა სკოლის მოსწავლე ბავშვებს, საიდანაც 16 არასრულწლოვანი გოგონა იყო.
მოგვიანებით პოლიციამ გარდაცვლილების იდენტიფიცირება მოახდინა. აღმოჩნდა რომ მოკლულია იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სატოში ოიამას ქალიშვილი, მეექვსე კლასის მოსწავლე ჰანაკო კურიბაიში.