მზად ვარ, გარეჯის თემაზე ვიყო შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები და ორივე მხარემ გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები.
„დავით გარეჯის საკითხიც და ყველა სხვა საკითხიც ძალიან სწრაფად მოგვარდება ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ თვითიონ ჩავერთო ამ მოლაპარაკებებში, ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ ჩავერთო მოლაპარაკებებში. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი შნირების მთავრობაა, მზად ვარ, გარეჯის თემაზე ვიყო შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი. იმიტომ, რომ ესენი არაფრის გადამწყვეტნი არ არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკეები. ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს. ივანიშვილები მოდიან და აუცილებლად წავლენ. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი რჩება. ესენი არიან ძმური, ძალიან ახლო ერები. ეს არაერთხელ დაამტკიცეს უახლეს ისტორიაში. მე კიდე ბოლომდე არ მომიყოლია, რამდენჯერ დაგვეხმარა აზერბაიჯანი. არის რაღაცეები რისი მოყოლოა დღესაც არ შეიძლება. მათ შორის, მაგალითად, 2008 წელს“, - განაცხადა სააკაშვილმა.