უბედური შემთხვევა ტყიბულში - მაშველებმა ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს.
სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა.
ტყიბულში, გარე მოპოვების ერთ-ერთ კარიერზე, სადაც ჩამოშლილმა მიწის მასამ 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა, გვირაბის გამაგრებითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.