ქართული კინოს ფენომენი რომ ჩამოყალიბდა, ამაში შევარდნაძის დიდი წვლილია, - განაცხადა კინორეჟისორმა, ლანა ღოღობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
მისი თქმით, როდესაც შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა, ის იყო პროგრესული მოვლენა
„როცა შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა, მიხვდა, რომ უნდა დაყრდნობოდა ახალგაზრდა ჯგუფს, ზურაბ ჟვანიას მეთაურობით და მისი პროგრესულობა, ძირითადად, სწორედ ამაში იყო. მისი ხელოვნებისადმი დამოკიდებულება იყო პროგრესული. თეატრი, კინო, ლიტერატურა, ყველაფერი. კინოს ისე ეხმარებოდა, ქართული კინოს ფენომენი რომ ჩამოყალიბდა, ამაში შევარდნაძის დიდი წვლილია. მას ინტუიტურად ესმოდა, რომ თავისუფლების გარეშე ხელოვნება არ არსებობს და ამაში რაღაცნაირად გვეხმარებოდა“, – განაცხადა ღოღობერიძემ.