ჭიათურაში მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს. შეთანხმება მიღწეულია - 1-ლი ივნისიდან მაღაროელებს ხელფასი 25%-ით გაეზრდებათ, წლის განმავლობაში კი 10 %-ით. მაღაროელების თქმით, ისინი მუშაობას ხვალიდან განაახლებენ.
რამდენიმე საათის წინ ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ 15 მაღაროელი კი უკვე 11 დღე შიმშილობდა. 3-მა მაღაროელმა პოტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. მაღაროელები ხელფასის მომატებას, კვებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებასა და ქალაქში ეკოლოგიური მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მაღაროელები ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ. "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებდა, რომ კომპანიას სახელმწიფო მათ მადნის მოპოვების ნებართვას არ აძლევს, რის გამოც აღაროელებისთვის მხოლოდ ხელფასის 10-15%-იანი ზრდის შეთავაზება შეუძლიათ.