ხვალ, 21 სექტემბერს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, გარემოს დაცვის ინსპექციის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ინსპექციის უფროსი ლევან მხეიძე იმ ძირითადი ცვლილებების შესახებ გააკეთებს განცხადებას, რომელიც ინსპექციაში ივლისის თვიდან დღემდე განხორციელდა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი რეფორმების პირველი ფაზის დასრულების შესახებ ისაუბრებს, რაც გულისხმობს: ინსპექციის ახალი, თანამედროვე ფორმების, სპეც-აღჭურვილობისა და ახალი ვებ-გვერდის (წწწ.იეპ.გოვ.გე) პრეზენტაციას. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სწრაფი რეაგირების სამსახურის ავტომობილები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სათვალთვალო ვებ-კამერებით, რის მეშვეობითაც გარემოს დაცვის ინსპექციას საშუალება ეძლევა თითოეული ეკიპაჟის მუშაობის შესახებ ონლაინ რეჟიმში მიიღოს ოპერატიული ინფორმაცია.
ღონისძიების ფარგლებში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, გარემოს დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ინსპექციის თანამშრომლებს სიგელებით დააჯილდოვებს.