ლია ელიავას დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.
ცნობილი ქართველი მსახიობი და საქართველოს სახალხო არტისტი ლია ელიავა 1934 წლის 28 მაისს დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ამავე წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. 1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1956 წლიდან იღებენ კინოში. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევს მეუღლე — პოპულარული ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე.
მონაწიელობდა ფილმებში - "ბაში-აჩუკი", "მამლუქი", "დათა თუთაშხია", "მე ვხედავ მზეს", "შეწყვეტილი სიმღერა", "ქალის ტვირთი" და სხვა.
ლია ელიავა გარდაიცვალა 1998 წლის 8 ოქტომბერს.