სამხატვრო აკადემიაში უორქშოფი მიმდიმარეობს. ბრიტანელი ხელოვანი კლერ მიტენი სამხატვრო აკადემიაში უორქშოფს გაუძღვება. უორქშოფის თემაა: "წარმოიდგინეთ მომავალი".
კლერ მიტენი 2 კვირის განმავლობაში (13-24 სექტემბერი) იმუშავებს 25 სტუდენტთან და მათთან ერთად განიხილავს თანამედროვე ბრიტანული ხელოვნების ისტორიას და ყურადღებას გაამახვილებს ტექნიკაზე, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას ხელოვნების ინსტალაციები "არაჩვეულებრივი" და "არატრადიციული" მასალისგან. უორქშოფის დროს სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები არტისტერიუმის ფარგლებში 2-10 ოქტომბრამდე გამოიფინება გუდიაშვილის სკვერში (აბო თბილელის ქუჩაზე) რესტორან "პურპურის" წინ.
კლერ მიტენი 1990-94 წლწბში სწავლობდა ხელოვნების ისტორიას და მეცნიერებას ევროპის საზოგადოების შესახებ სასექსის უნივერსიტეტში, 2004-2005 მან მიიღო მაგისტრის დიპლომი მხატვრობაში ლონდონის ღოყალ ჩოლლეგე ოფრტ-ში. იგი რეგულარულად მონაწილებს გამოფენებში. იგი მუშაობს უიმბლდონის სამხატვრო კოლეჯში.
კლერ მიტენი ქმნის ფერწერულ ობიექტებსა და ინსტალაციებს, თითოეული შექმნილია მრავალი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი კომპონენტისგან, რომლებიც სწრაფად იცვლებიან მედიისა და განზომილების თვალსაზრისით. იგი გამოუსადეგარი საოფისე ფაილებისგან და საკანცელარიო ნივთებისგან ხელახლა ქმნის მაღალტექნოლოგიურ მექანიზმებს. ისინი დაჭრილი და შემდეგ შეწებებულია რათა შეიქმნას ტექნოლოგიური ინოვაციების მოჩვენებითი სამყარო. ქაღალდის ფორმები და კუბები, ბავშვების სათამაშო სამშენებლო ბლოკებს და ფორმების ნაირსახეობებს რომ მოგვაგონებს, თამაშ-თამაშით მიანიშნებენ ფიზიკისა და მეთემატიკის აბსტრაქტულ, კომპლექსურ სამყაროებზე.
ბრიტანეთის საბჭოს მოწვევით ბრიტანელი ხელოვანი კლერ მიტენი მონაწილეობას არტისტერიუმის გამოფენაშიც მიიღებს.