გუშინ, 26 მაისს, ევროკავშირის ტერიტორიაზე დასრულდა ევროპარლამენტის არჩევნები.
არჩევნების შედეგებმა ცხადჰყო, რომ ევროპარლამენტში ორმა ყველაზე მთავარმა პოლიტიკურმა ჯგუფმა - „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) და „სოციალ-დემოკრატებმა“ (S&D) უმრავლესობა დაკარგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ევროპის სახალხო პარტიას“, 751-ადგილიან ევროპარლამენტში 179 მანდატი ექნება. აღსანიშნავია, რომ წინ მოწვევის პარლამენტში EPP-ს 216 ადგილი ჰქონდა.
„ევროპის სახალხო პარტიას“ 150 მანდატით მოსდევს „სოციალ-დემოკრატების ჯგუფი“, რომელთაც წინა მოწვევის პარლამენტშ 191 ადგილი ჰქონდათ.
მესამე ადგილზეა „ლიბერალების“ (ALDE) ჯგუფი, რომელსაც 107 მანდატი ექნება პარლამენტში.
პოზიციები გაიუმჯობესეს „მწვანეებმა“, რომლებიც 70 მანდატს მიიღებენ. წინა მოწვევის პარლამენტში ისინი მხოლოდ 50 მანდატს ფლობდნენ.
ამ თემაზე - "ევროპა ირჩევს" - ყველაფერი რაც ევროპარლამენტის არჩევნებზე უნდა ვიცოდეთ
მანდატები ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება