ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში, ამ დროისთვის, მარინ ლე პენის „ნაციონალური ფრონტი“ 23,2 % - ით ლიდერობს.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიას „რესპუბლიკა, წინ“ კი 21,9 % აქვს. მას მოსდევს 12,8 %-ით მწვანეთა პარტია.
ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში გაიმართა, მათ შორის, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთსა და ლიეტუვაში.
ევროკავშირის მოქალაქეები ევროკავშირის პარლამენტის 751 დეპუტატს აირჩევენ.
ამავე თემაზე იხილეთ - "ევროპა ირჩევს" - ყველაფერი რაც ევროპარლამენტის არჩევნებზე უნდა ვიცოდეთ