პაბლო პიკასოს გრავიურამ ლონდონში Sotheby's -ის აუქციონზე რეკორდი დაამყარა. მხატვრის ნამუშევარი 1,27 მლნ ფუნტად გაიყიდა და ყველაზე ძვირადღირებული გრავიურა გახდა. გრავიურა ესტიმეიტის ზედა ზღვარზე ორჯერ ძვირად გაიყიდა. თავდაპირველად იგი 400-600 ათას ფუნტ სტერლინგად შეაფასეს.
მანამდე პიკასოს ყველაზე ძვირადღირებული გარვიურა 1990 წელს 880 ათას ფუნტად გაიყიდა. წინა რეკორდი ედვარდ მუნკს ეკუთვნოდა. 2007 წელს ოსლოში მისი გრავიაურა 1,1 მლნ ფუნტად შეიძინეს.