დღეს მსახიობთა სახლში გამართულ ყრილობაზე გოგი ქავთარაძე თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.
თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი იყრიდა კენჭს - გოგი ქავთარაძე, სანდრო მრევლიშვილი და დავით ანდღულაძე. თავდაპირველად სახელდებოდა მეოთხე კანდიდატურაც - ნუკრი ქანთარია, თუმცა მან კანდიდატურა მოხსნა.
თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ყრილობის 117 მონაწილიდან ახალ თავმჯდომარეს 63-მა კანდიდატმა დაუჭირა მხარი.
ცნობისათვის, თეატრალურ მოღვაწეთა კავშირს ამ დრომდე გიგა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა მან დაკავებული თანამდებობა ვადის გასვლის გამო დატოვა. დღეიდან ლორთქიფანიძე თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე იქნება.