ფესტივალ Tbilisi AlterVisio/newcomers/2010-ისთვის კონკურსანტების შერჩევა დაიწყო. როგორც დღეს AlterVision Group-ის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორაგანიზატირებმა განუცხადეს, Tbilisi AlterVision/newcomer-ი ახალბედა მუსიკოსებს შესაძლებლობას აძლევს, 30 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ გრანდიოზულ კონცერტში, რომლის საგანგებო სტუმარი ევროპაში ცნობილი შემსრულებელი ტომ ნოვი.
მუსიკოსებს შეარჩევენ Tbilisi AlterVisio/newcomer-ის ორგანიზატორები.
საჩვენებელ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსებმა 20 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით AlterVision Groupპ-ის ოფისში უნდა მიიტანონ სამი აუდიოჩანაწერი, ფოტო, ვიდეო, ავტობიოგრაფია.
"Tbilisi AlterVision/newcomer-ის მეშვეობით გვინდა, შეიქმნას საერთაშორისო მუსიკალურ სტანდარტებზე ორიენტირებული ქართული ბენდი, რომელთა მუსიკა საინტერესო იქნება სხვადასხვა ქვეყნის მსმენელთათვის", - განაცხადა გენერალურმა პროდიუსერმა ირაკლი ნადირაშვილმა.
"სურვილი გვაქვს, მონაწილეობა მიიღონ მუსიკოსებმა რეგიონებიდან. დავეხმარებით მათ, რომ მოვიდნენ ჩვენმდე", - განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აჩიკო გულედანმა.
ფესტივალის ორგანიზატორები თბილისი მერია და AlterVision Group-ი არიან.
შეგახსენებთ, რომ თბილისი Tbilisi AlterVisio/newcomer-ი წელს მეორედ ტარდება. წინა წელს ფესტივალში მონაწილეობა 60-ზე მეტმა ახალბედმა ბენდმა მიიღო და შეირჩა 12 ბენდი, რომლებმაც 2009 წლის 23 ოქტომბერს გამართულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. თბილისი მერიის მიერ გამართულ წლევანდელ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს უკვე შერჩეული 4 საუკეთესო ბენდი.