26 მაისს, 17:10 საათზე, საქართველოს 14 ქალაქთან ერთად, სახელმწიფო ჰიმნი სტეფანწმინდაში, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზეც შესრულდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 17:10 საათზე, საქართველოს 14 ქალაქთან ერთად, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება სტეფანწმინდაშიც, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს, 13:00 საათიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დაიწყება.
საქართველოს ჰიმნს შეასრულებს აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა.“
1918 წლის 26 მაისს, ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.