ტელეკომოპანია HBO ცნობილი სერიალის, "ექიმი ჰაუსის", მეშვიდე სეზონს ხსნის. სერიალის მაყურებლები იმედოვნებენ, რომ მეშვიდე სეზონში ერთი შეხედით ცინიკური და ამოუცნობი ექიმი, რომლის როლსაც ჰიუ ლორი ასრულებს, ახალ, ლირიკულ ამპლუაში წარდგება. მეექვსე სეზონის დასასრულს მთავარი ექიმი ლიზა კადი გენიალურ კოლეგას სიყვარულში გამოუტყდა.
გავრცელებული ხმების მიხედვით, ახალ სეზონში მსახიობთა შორის გამოჩნდება წარსულში ცნობილი მოდელი კენდის ბერგენი, რომელიც მთავარი ექიმის ლიზა კადის დედის როლს შეასრულებს.
მაყურებელთა აუდიტორია, რომელმაც პიკს 2007 წელს მიაღწია, თანდათან 12-13 მლნ ადამიანამდე შემცირდა, რაც სერიალს პოპულარობის ტოპათეულში დარჩენის შესაძლებლობას არ აძლევს.
ექიმი ჰაუსის როლის შესრულებისთვის 51 წლის ბრიტანელმა მსახიობმა ჰიუ ლორიმ 2006 და 2007 წლებში "ოქროს გლობუსი" დაიმსახურა. მისი გმირი დიაგნოსტიკის ბრწყინვალე სპეციალისტია, თუმცა იგი უხეში და ცინიკურია და კოლეგებთან და პაციენტებთან რთული ურთიერთობით გამოირჩევა.
"იგი წესებს არ არღვევს, მათ ის იგნორირებას უკეთებს", _ასე ახასიათებენ ექიმ ჰაუსს კოლეგები.