თბილისში, თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების თქმით, ბავშვი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„კლინიკაში მიყვანისას 4 წლის გოგოს აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობა, კეფის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, მალების ამოვარდნილობა. იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ“, - აცხადებენ კლინიკაში და აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის პაციენტს გადაუდებელი ქირურგიული დახმარება არ ესაჭიროება.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.