სალომე ზურაბიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრასთან დაკავშიებით მიკრობლოგ ტვიტერში დაწერა და აღნიშნა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილა ვაჭრობის, „აბრეშუმის გზისა“ და კულტურის საკითხები.
„დღეს ვან ი, ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს. ორბელიანების სასახლეში ჩვენ ვისაუბრეთ ვაჭრობის, „აბრეშუმის გზის“, კულტურული ურთიერთობებსა და სხვა საკითხებზე”,- აღნიშნა პრეზიდენტმა მიკრობლოგ ტვიტერში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ქართველ კოლეგა დავით ზალკანიანსაც შეხვდა.