დავით ზალკალიანის განაცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მამუკა ბახტაძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის წერილში საუბარია ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და საერთო ღირებულებებზე. ასევე საქართველოს წვლილზე, გლობალური გამოწვევების წინაარმდეგ ბრძოლაში.
„წერილში ასევე საუბარია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და არის გამოხატული მადლიერება იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური გამოწვევის, კერძოდ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მხედველობაშია ის კონტრიბუცია, რომელიც შეგვაქვს აშშ-თან და ნატოელ პარტნიორებთან ერთად ავღანეთის მისიაში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.