ჩვენ ოქროზე ვდგევართ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ეს სიმდიდრე. და ეს მხოლოდ დასაწყისია იმ სიმდიდრისა, რომელიც ჩვენს რეგიონს გააჩნია. ჩვენი რეგიონები, ჩვენი ერის ზრდის გასაღებია. მე ამის შესახებ ყურადღება გავამახვილე წყალტუბოში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებულ შეხვედრაზე",- ამის შესახებ პრეზიდენტმა მიკრობლოგ ტვიტერში დაწერა.
„რაც მე ჩამოვედი საქართველოში 15 წლის წინ, ქვეყანა გაიზარდა. მართალია, ტერიტორიები დავკარგეთ, მაგრამ თვით ქვეყანა გაიზარდა. ამიტომ ბევრად მეტი ადგილი არის, მეტი სანახავი ადგილია. მეტი განვითარებული წერტილები, ვიდრე იყო 15 წლის წინ. საქართველო ასევე არის მედეას ქვეყანა და აქვს ყველა საშუალება, რომ განავითაროს ეს მიმართულება სამედიცინო და გამასაჯანსაღებელი მთელი მიმართულება. გამასაჯანსაღებელი ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება აქაც წყალტუბოშიც ნათელი არის, მაგრამ არა მხოლოდ წყალტუბოშიც. მთელი საქართველო არის მოფენილი ამ თერმალური წყლებით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში გამართულ ფორუმზე.
წყალტუბოში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ამასრულებელი დასაკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებულები დაესწრნენ.