წყალტუბოში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებიან.
საქართველოს პრეზიდენტმა ფორმუზე რეგიონებზე ისაუბრა და აღნიშმა, რომ საქართველო არის მედეას ქვეყანა და აქვს ყველა საშუალება განავითაროს სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი.
„რაც მე ჩამოვედი საქართველოში 15 წლის წინ, ქვეყანა გაიზარდა. მართალია, ტერიტორიები დავკარგეთ, მაგრამ თვით ქვეყანა გაიზარდა. ამიტომ ბევრად მეტი ადგილი არის, მეტი სანახავი ადგილია. მეტი განვითარებული წერტილები, ვიდრე იყო 15 წლის წინ. საქართველო ასევე არის მედეას ქვეყანა და აქვს ყველა საშუალება, რომ განავითაროს ეს მიმართულება სამედიცინო და გამასაჯანსაღებელი მთელი მიმართულება. გამასაჯანსაღებელი ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება აქაც წყალტუბოშიც ნათელი არის, მაგრამ არა მხოლოდ წყალტუბოშიც. მთელი საქართველო არის მოფენილი ამ თერმალური წყლებით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
ფორუმი დისკუსიასაც მოიცავს, რომელიც რეგიონებში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათ პოტენციალს და ამ პოტენციალის საერთო ეკონომიკურ სისტემაში ჩართვის გზებს შეეხება.
ორგანიზატორების თქმით, ფორუმის ჩატარების ადგილად წყალტუბო მისი განსაკუთრებული პოტენციალის გამო შეირჩა.