ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეორე ტურისთვის უფრო ორგანიზებულად დაირაზმებიან და აღებული შედეგი იქნება გაორმაგებული:
„ეს შუალედური არჩევნებია და აქტიურობა შედარებით ნაკლებია. იმედი მაქვს, რომ მეორე ტურისათვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით და ის აღებული შედეგი იქნება გაორმაგებული. იქნება სასურველი შედეგი იმისათვის, რომ თქვენი წარმომადგენელი იგულოთ პარლამენტში. ქართული ოცნება ერთადერთი ძალაა, რომელიც არსებული გამოწვევების პირობებში რეალურად ხედავს გამოსავლის გზებს და სტაბილურობის შენარჩუნების გზაზე ცდილობს მდგომარეობიდან გამოსავლის საუკეთესო ვარიანტის ძიებასა და შეთავაზებას”, - განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ლადო კახაძემ ამომრჩევლებს საკუთარი დაპირებები კიდევ ერთხელ შეახსენა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, არსებულ პრობლემების აღმოსაფხვრელად აქტიურად იმუშავებს.