გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები გურიის მხარეში სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
სპეციალისტებმა საზოგადოებას გურიის მხარეში 2018 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2019 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში ბუნებრივი საფრთხეების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.