ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37%-ი პასუხობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“ პასუხები პირველი არჩევანის შემთხვევაში ასე ნაწილდება: „არც ერთი პარტია“ – 37%-ი, „ქართული ოცნება“ – 21%-ი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15%-ი, „არ ვიცი“ – 6%-ი, „უარი პასუხზე“ – 6%-ი, „ევროპული საქართველო“ – 4%-ი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%-ი, „სხვა“ – 8%-ი.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.