საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიევში, უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 20 მაისს, პრეზიდენტის ფიცი უკრაინის პარლამენტის სხდომათა დარბაზში დადო.
"ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვა გადავეცი. საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ ტვიტერში
ინაუგურაციაზე მიიწვიეს სულ 60- მდე ქვეყნის წარმომადგენელი. საქართველოს პრეზიდენტთანერთად ცერემონიას დაესწრნენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და უნგრეთის პრეზიდენტები.