დღეს, ბათუმს საერთაშორისო Europa-Orient რალის მონაწილეები ესტუმრებიან. 11 ქვეყნის 80-ზე მეტი კონკურსანტი 40 მანქანით რეგიონში დღეს 20:00 საათიდან, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვა.
რალის მონაწილეები მანქანებს დღეს სასტუმრო "ჰილტონთან" გააჩერებენ, ხოლო, ხვალ 10:00 საათიდან, კი სტრატს დედაქალაქისკენ აიღებენ.
რალის მონაწილეებს თურქეთის გენერალური კონსული და აჭარის მთავრობის წევრები შეხვდებიან.