„ნუ დაკიდებთ თქვენი ოფისების კედლებზე ჩემს ფოტოებს. პრეზიდენტის ფოტო არ არის ხატი, არ არის კერპი. ჩემი ფოტოების ნაცვლად დაკიდეთ საკუთარი შვილების პორტრეტები და ყოველდღე უყურეთ მათ თვალებში," - განაცხადა ზელენსკიმ საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას.
უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს, საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 61.37% შეადგინა. 73.22%-ით ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ახალი პრეზიდენტი გახდა. უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 მაიის, უკრაინის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარდა.