ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ოფიციალური პრეზიდენტი გახდა. მან ინაუგურაციაზე ფიცი უკრაინის პარლამენტის სხდომათა დარბაზში დადო.
ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისა და მოწვეული სტუმრების თანდასწრებით დაიფიცა და პირობა დადო რომ უკრაინის რადას დაითხოვს.
„მე დავითხოვ უკრაინის პარლამენტს, დიდება უკრაინას“, - აღნიშნა ზელენსკიმ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიცის დადებისას.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად დაესწრო.