საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიევში, უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 20 მაისს, პრეზიდენტის ფიცი უკრაინის პარლამენტის სხდომათა დარბაზში დადო.
ინაუგურაციაზე მიიწვიეს სულ 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ცერემონიას დაესწრნენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და უნგრეთის პრეზიდენტები.