რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთოების სასაზღვრო სამმართველო აფხაზეთში კატეგორიულად უარყოფს ქართველი მეთევზეების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ რუს მესაზღვრეებს ანაკლიის რაიონში ქართველი მეთევზეები არ დაუკავებიათ. ეს განცხადება დღეს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთოების სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი მალაევმა გააკეთა.
"ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. რუსეთის სასაზღვრო გემებს, მათ რომლებიც აფხაზეთის საზღვაო საზღვარს იცავენ აფხაზეთის საზღვრები არ დაუტოვებიათ. ისინი არც იმ ანაკლიის რაიონში გადასულან რომელზეც ქართული მედია საუბრობს",_ აცხადება მალაევი.