სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგი 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით, თორმეტივე საარჩევნო ოლქში განახორციელა.
სამართლიანი არჩევნების პრესრელიზში ნათქვამია, რომ არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში, რომელიც მთაწმინდის, მარნეულისა და ზუგდიდის ყველა (100%) საარჩევნო უბნიდან მიიღო.
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგები ასეთია:
#1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი
#41 ვლადიმერ კახაძე - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 41.0%
#13 შალვა შავგულიძე - ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 36.8%
#42 ლევან იოსელიანი - დამოუკიდებელი - 6.5%
#35 გერმანე საბო - გირჩი - 4.8%
#45 გრიგოლ გეგელია - დამოუკიდებელი - 3.1%
#43 კობა დავითაშვილი - დამოუკიდებელი - 2.9%
#44 სოფიო ხორგუანი - დამოუკიდებელი - 2.6%
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქი
#41 ზაურ დარგალი - ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო - 78.6%
#5 აგილ მუსტაფაევი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 11.5%
#2 აკმამედ იმამკულიევი - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის - 7.5%
#42 ალი ბადიროვი - დამოუკიდებელი - 1.2%
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი
#41 გიორგი შენგელია - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 54.2%
#5 სანდრა ელისაბედ რულოვს - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 42.8%
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგი ორგანიზაციის 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით, თორმეტივე საარჩევნო ოლქში განახორციელა.