არჩილ თალაკვაძე სანდრა რულოვსს პასუხობს. როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, მან გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დაიყო, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა,
"სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ არ ვიცი. რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან - სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და მე გავხდი ბორდის წევრი საქართველოდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში", აღნიშნა თალაკვაძემ.
"არჩილ თალაკვაძე ჩემთან მუშაობდა 2013 წლამდე. იმ იმედით არის აქ, რომ მერე ივანიშვილმა ან პრემიები გადაურიცხოს ან ტაში დაუკრას და პრემიერი გახადოს," - ეს განცხადება, კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა გააკეთა.
სანდრა რულოვსი არჩილ თალაკვაძის და მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ ზუგდიდში სავარაუდოდ მეორე ტური ჩატარდება. რულოვსის თქმით, არჩილ თალაკვაძე 2013 წლამდე მისი ასისტენტი იყო და ახლა მის წინააღმდეგ მიდის. ჟენევაში, რომ დავდიოდი კონფერენციაზე გრანტებს, რომ ვპოულობდი საქართველოსთვის, ის იყო ჩემი ასისტენტი... სირცხვილია უბრალოდ, აქ რომ ცდილობს ჩემს წინაღმდეგ ასეთი ბოროტების ჩადენას, უბრალოდ სირცხვილია მისგან. ის მიცნობს პირადად, ამდენი წელია ერთად ვთანამშრომლობთ. რამდენი სარეკომენდაციო წერილი მივწერე ამ ბიჭისთვის, რამდენი არ გამიკეთებია, ხოდა ახლა ჩემს წინააღმდეგ წავიდა", - თქვა რულოვსმა.