ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ. მისი თქმით, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.
“კენჭისყრის პროცესის შესახებ შემოსულია ჯამში 89 საჩივარი ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში. მათ შორის, მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში - 6, ხულოში - 16, ზუგდიდში- 44, ოზურგეთში - 1, ხოლო თბილისის №1 საარჩევნო ოლქში ასევე 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული კომისიების მიერ”, - თქვა მიქელაძემ და აღნიშნა, რომ მთელი დღის განმავლობაში ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში შევიდა 209 ზარი, ონლაინჩათში კი 56 შეტყობინება.
„მათი უმეტესობა შეეხებოდა ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებას, დამკვირვებლისა და ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას“, - თქვა მიქელაძემ.