და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას , რომ დიდი უპირატესობით, პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში იგებენ, - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
„შემოსულია ოქმის მონაცემები ანუ საუბარია უკვე ოფიციალურ მონაცემებზე, იმ დათვლაზე , რომელიც წარმოებს საარჩევნო უბნებზე. ოლქების უმეტესობაში წინასწარი მონაცემების განზოგადება უკვე შესაძლებელია და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას , რომ დიდი უპირატესობით, პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში იგებენ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება ზესტაფონს, ჯერ-ჯერობით არ არის იმ რაოდენობის ოქმები, მისი განზოგადება შესაძლებელი იყოს.
„მთლიანობაში ქართული ოცნების გამარჯვება შთამბეჭდავია, ძალიან მაღალი შედეგებით დასრულდება არჩევნები. შეგახსენებთ, რომ მასშტაბი ამ არჩევნების იყო ძალიან დიდი ,12 % ამომრჩევლის იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში და ეს გვაძლევს საშუალებას ,რომ ქართული ოცნების რეიტინგი შევაფასოთ.ზოგადად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართული ოცნების რეიტინგი შევაფასოთ. შედეგი არის ნამდვილად შთამბეჭდავი. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას რომ 60 %-მდე შედეგს მიიღებს ქართული ოცნება მთლიანობაში“, - განაცხადა კობახიძემ.