საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირადი Facebook-ის გვერდზე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების იმდედად ყოფნას.
„თუ აქამდე იმის გამო, რომ მაქვს უპარტიო სტატუსი, თავს ვიკავებდი კომენტარებისა და საარჩევნო პროცესში ჩარევისგან, ამჯერად, ყოფილი პრეზიდენტის არაკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, მაიძულებს გამოვხატო აღშფოთება და სრული უკმაყოფილება. იგივე მოეთხოვება ყველა ყოფილ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა აქტიურია თუ არა, იმყოფება ქვეყანაში თუ არა. უწესრიგობისა და დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, სახელმწიფოს შეურაცხყოფა და დანაშაულია", - წერს ზურაბიშვილი.