„დღეს დილიდან მივეცი ხმა მთაწმინდის არჩევნებში, შემდგომ ჩამოვიარე ყველგან, სადაც კი არჩევნები ტარდება, მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ახლა ვარ აქ, გავაგრძელებ ზუგდიდისკენ", აცხადებს სამეგრელოში მყოფი შს მინისტრი.
გიორგი გახარიას განმარტებით, საარჩევნო პროცესის შეფასება მისი საქმე არ არის, ამისთვის არსებობს სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ცესკო.
ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა არაფრისგან თემების შექმნის და ამ მცდელობას დღეს მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ზუგდიდში სხვებთან შედარებით, ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად. მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება, არის გარკვეული პრობლემები, თუმცა იქ არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ როგორც მთელ საქართველოში, ასევე ზუგდიდშიც მშვიდად დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში ჩაივლის არჩევნები.
„ასევე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დიდი რაოდენობის ადამიანების კონცენტრირებაა ზუგდიდში. ჩვენ, მეგრელებს ახლა სტუმარ-მასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველას გავუმასპინძლდებით, რა თქმა უნდა, მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, უბრალოდ ის ხალხი წავა სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავის ახალ მერთან ზუგდიდში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.