ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი, დანკან ლორენსი გახდა, სიმღერით Arcade. მომღერალმა ჟიურისა და ტელემაყურებელთა ხმისმიცემის შეჯერებული 492 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
დანკან დე მოორი, სასცენო სახელით, დანკან ლორენსი 25 წლის ჰოლანდიელი მომღერალია. ევროვიზიისთვის შერჩეული სიმღერის ტექსტის ავტორი თავად ლორენსია.
465 ქულით მეორე ადგილს იკავებს იტალია, ხოლო 365 ქულით მესამეს - რუსეთი.
ევროვიზიის კონკურსზე კვიპროსის სახელით მონაწილეობდა ქართველი მომღერალი, თამთა გოდუაძე, რომელმაც ფინალურ შოუში მე-15 ადგილი დაიკავა.
ევროვიზიის კონკურსს, საქართველო პირველ ნახევარფინალში გამოეთიშა. საქართველოს ევროფესტივალზე ოთო ნემსაძე წარადგენდა.
ევროვიზიის კონკურსის ფინალური შოუ 18 მაისს, ისრაელში, თელ-ავივში ჩატარდა. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობდა.