Betting Odds-ის მიხედვით, ევროვიზიაზე გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ნიდერლანდებს აქვს. მაყურებლების ფავორიტი ჰოლანდიელი დანკან ლორენსია, რომელმაც სიმღერა Arcade ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალში შეასრულა.
ჰოლანდიის წამომადგენელი, საკონკურსო სიმღერის გამოსვლიდან Betting Odds- ის უცვლელი ფავორიტია. კონკურსანტის ნახევარფინალური პერფორმნსის შემდეგ, მოგების შანსები 40%-მდე გაიზარდა და პოზიცია გაიმყარა. სტატისტიკის მიხედვით ფავორიტთა სამეულში მე-2 ადგილს ავსტრალია, ხოლო მესამეს - შვედეთი იკავებს.
დანკან დე მოორი, სასცენო სახელით, დანკან ლორენსი 25 წლის ჰოლანდიელი მომღერალია. ევროვიზიისთვის შერჩეული სიმღერის ტექსტის ავტორი თავად ლორენსია.
ევროვიზიის ფინალურ კონკურსში მონაწილეობას ქართველი მომღერალი, თამთა გოდუაძე, კვიპროსის სახელით იღებს. Betting Odds-ის ფავორიტთა სიაში ის მე-13 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროვიზიის კონკურსს 14 მაისს, პირველ ნახევარფინალში გამოეთიშა. კონკურსზე საქართველოს ოთო ნემსაძე წარადგენდა.