ხულოში, "გაერთიანებული ოპოზიციის" მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაბა ხულოს #1 უბანზე მისულს, დერეფანში მოუწია დალოდება, ვიდრე პირადობის მოწმობებს მიუტანდნენ.
"პიანინოს თავზე" დარჩენილი მოწმობა, მას რამდენიმე წუთში მიუტანეს და ირაკლი ჯორბენაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
"მე ცვლილებებს მივეცით ხმა, უკეთეს მომავალს, საბოლოოდ, ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს" - განაცხადა მერობის კანდიდატმა.