გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტომ ტყის მცველთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო. კონკურსი ორ ეტაპად- ტესტირების და გასაუბრების სახით ჩატარდება. კონკურსანტები ასევე ჩააბარებენ შესაბამის ნორმატივებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 65 წლამდე ასაკის როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებსაც. უპირატესობა 40 წლამდე პირებს მიენიჭებათ. სულ 480 კონკურსანტი შერჩევა. ამის შესახებ დღეს, გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სატყეო სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა ხაჩიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე მომუშვე პირები ახალი კადრების შერჩევამდე იმუშავებენ, ხოლო გათავისუფლების შემდეგ თუ კი ისინი გაივლიან შესაბამის კონკურსს კვლავ მეცემათ შესაძლებლობა გააგრძელონ მუშაობა. ხელფასის ოდენობა თავდაპირველად 374 ლარით განისაზღვრება. იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზრდება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით შესაბამის რეგინალურ სატყეო სამმართველოში უნდა გაიარონ. ტესტირება 20 ოქტომბერს პოლიციის აკადემიაში ჩატარდება. შერჩეული კონკურსანტები ორთვიანი სტაჟრების შემდეგ - 2011 წლის 1 იანვრიდან შესაბამის რეგიონალურ სატყეო სამმართველოებში დასაქმდებიან.