დღეს რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის კიდევ ერთი ახალი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ავდეევმა და სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრმა ნუგზარ ლოლუამ კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
"ხელშეკრულებას საფუძვლად უდევს _ პრინციპები, რომლებიც გააადვილებს კულტურულ ურთიერთგაცვლას მოძმე ერებს შორის",_ განაცხადა რუსეთის კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ავდეევმა და დასძინა, რომ "რუსეთი და აფხაზეთი ურთიერთობას ნულიდან როდი იწყებენ. მათ საერთო ისტორიული ფესვები აკავშირებთ".
პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ავდეევმა გამოყო კადრების ერთობლივი მომზადება, საგასტროლო და სამუზეუმო ურთიერთგაცვლა და საბიბლიოთეკო საქმის განვითარება.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შინაარსის ხეშეკრულებას რუსეთის ფედერაცია საქართველოს მეორე, თავის მიერ ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ. სამხრეთ ოსეთთანაც გააფორმებს.