ტაივანის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომლითაც ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დასაშვებად ცნო.
დღეიდან, ტაივანი პირველი ქვეყანაა აზიაში, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.
2017 წელს ტაივანის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის ქორწინება დასაშვებად ცნო და პარლამენტს ორწლიანი ვადა განუსაზღვრა ამ უფლების დაკანონებისთვის.
კანონპროექტზე მსჯელობისას, პარლამენტის შენობასთან ასეულობით ლგბტ უფლებათა დამცველი იყო შეკრებილი.