ევროვიზიის კონკურსის მე-2 ნახევარფინალური შოუ 16 მაისს გაიმართა. ევროფესტივალის ნახევარფინალურ კონცერტში 18 ქვეყანა მონაწილეობდა.
ჟიურისა და მაყურებლის ხმების შეჯერების შედეგად, ცნობილია საუკეთესო 26 ქვეყანა, რომლებიც 18 მაისს, ევროვიზიის ფინალურ შოუში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
ქვეყნები რომლებიც ფინალში გადავიდნენ:
პირველი ნახევარფინალი: → ბელარუსი, კვიპროსი, საბერძნეთი, სერბეთი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია,სლოვენია, ისლანდია, სან-მარინო.
მეორე ნახევარფინალი: → ჩრდილოეთ მაკედონია, ნიდერლანდები, ალბანეთი, შვედეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, დანია, ნორვეგია, შვეიცარია და მალტა.
დიდი ხუთეული: ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და მასპინძელი - ისრაელი.
18 მაისს ევროვიზიის ფინალის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი,საღამოს 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროვიზიის კონკურსს პირველ ნახევარფინალში გამოეთიშა.