ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღასთან“ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დადებითად აფასებს სასამართლო რეფორმის ,,მეოთხე ტალღაზე“ მომუშავე სამუშაო ჯგუფის შედეგიან შეხვედრებს და თანამშრომლობას.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დადებითად აფასებს სასამართლო რეფორმის ,,მეოთხე ტალღაზე“ მომუშავე სამუშაო ჯგუფის 11-12 მაისის შედეგიან შეხვედრებს და თანამშრომლობას. იმედი გვაქვს, რომ სამუშაო ჯგუფი მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს და გაითვალისწინებს აშშ-ისა და ევროკავშირის დელეგაციების მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სფეროს დახმარებასა და მხარდაჭერას. მოუთმენლად ველით შემდგომ თანამშრომლობას", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.