რეტროსპექტული პროგნოზების ანალიზის საფუძველზე, ფინანსურმა კომპანია Canaccord Genuity-მა განაცხადა, რომ ერთი ერთეული ბიტკოინის (BTC) ფასი 2021 წლისათვის $ 20,000 ა.შ.შ. დოლარს მიაღწევს.
აღნიშნული კვლევა ეფუძნება 2011-2015 და 2015-2019 წლების (ფასების ოთხ წლიანი ციკლი) ფასების დინამიკებს შორის არსებულ მჭიდრო კორალაციას.
საკონსულტაციო კომპანიის განცხადებით ბიტკოინის ფასის მატების სარგებლიანობას საფუძვლად უდევს ფასის მერყეობის ოთხწლიანი ციკლი, რომლის მიხედვითაც, ბოლო პერიოდში ფასების მკვეთრი ვარდნის შემდეგ ფასი კვლავ ზრდასს განაგრძობს. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული კვლევა ძირითადად ფასების დინამიკის აღქმაზეა დამოკიდებული და მისი შედეგები სრულებით არ მომდინარეობს მონაცემების საიმედო ფუნდამენტალური ანალიზიდან.
Canaccord Genuity-ს ანალიტიკომა მაიკლ გრაჰამმა, 2018 წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოფიციალური ორგანოების მიერ მარეგულირებელი წნეხის ზრდა დიდ გავლენას ახდენს კრიპტოსავალუტო ბაზრის დინამიკასა და ფასების ტრენდზე (რაც თავის მხრივ ართულებს კრიპტოსავალუტო აქტივების ზედმიწევვნით შეფასებას).
ამავე კვირაში, Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ნოოგრაცმა საკუთარი გათვლებით იწინასწარმეტყველა, რომ 2020 წლის ბოლო პერიოდისაკენ ბიტკოინის ფასი $ 20,000 ა.შ.შ. დოლარს გაუტოლდება. რა თქმა უნდა, ნოოგრაცს არ დაუკონკრეტებია თუ რა მიზეზ-შედეგობრივ ანალიზზე არის დაფუძნებული მის მის მიერ გამოთქმული აზრი, თუმცა აღნიშნა, რომ ბიტკოინის ბაზარი ე.წ. ფასის გაზრდით დაინტერესებუილი აგენტებით (Bull Market) არის გაჯერებული და სხვა კრიპტოვალუტებისაგან განსხვავებით მისი ზრდის ტემპი საგრძნობლად აღემატება სხვა კრიპტოვალუტების ზრდის ტემპებს.
2019 წლის 10 მაისის CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასი დაახლოებით $ 6.400 ა.შ.შ. დოლარს უტოლდება, და მისი ფასის ყოველდღური ზრდა დაახლოებით 4.89 პროცენტს უახლოვდება.