დღეს, 20 სექტემბერს,, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, სადაც ტყის მცველთა შესარჩევი კონკურსის პირობებს საზოგადოებას გააცნობს.
რეგიონულ სატყეო სამმართველოებში ტყის მცველთა შესარჩევად კონკურსი ორ ეტაპად - ტესტირებისა და გასაუბრების სახით ჩატარდება. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებს.
როგორც `მედიანიუსს~ სატყეო დეპარტამენტიდან აცნობეს, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით შესაბამის რეგიონალურ სატყეო სამმართველოებში უნდა გაიარონ. ტესტირება 20 ოქტომბერს პოლიციის აკადემიაში ჩატარდება.
შერჩეული კონკურსანტები ორთვიანი სტაჟირების გავლის შემდეგ - 2011 წლის 1-ლი იანვრიდან შესაბამის რეგიონალურ სატყეო სამმართველოებში დასაქმდებიან.