ლატვიის დედაქალაქ რიგაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, შესრულდა საქართველოს და ლატვიის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს და ლატვიის სახელმწიფო დროშებს და ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციები წარუდგინეს.
საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან: საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ქეთევან თათოშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა რაიმონდს ვეიონისის არტ-ჯგუფის კოლექციიდან “ისტორიალი” თრიალეთის თასის (ძვ.წ. XVIII-XVII სს). ვერცხლის მოოქროვილი ასლი უსახსოვრა, რომელიც შესრულებულია მხატვარ ზურაბ ფოცხიშვილის და ოქრომჭედელ ვასილ (ჯონი) თვაურის მიერ.