დღეს, 20 სექტემბერს,, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოინახულებს. მოგვიანებით კი სოფელ ტაბაკინს ესტუმრება, სადაც წმ. გიორგის ეკლესიაში არსებული ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოებს მიმდინარეობას შეაფასებს.
ნაივური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სისადავითა და უშუალობით გამორჩეულ უნიკალურ ხალხურ ფერწერას ტაბაკინის წმ. გიორგი ეკლესიაში საფრთხე აღარ ემუქრება. დაახლოებით ხუთი საუკუნის შემდეგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ სარესტავრაციო პროცესები ტაბაკანის მონასტერში უკვე განახლდა.
ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის არქიტექტურის გამაგრებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ შარშან შეასრულდა. მიმდინარე წელს კი ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები ხორციელდება.
გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად პირველად დაიწყო ფრესკების კონსერვაცია. ამ ეტაპზე კედლის მხატვრობის გაჯანსაღების პირველი ეტაპი წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს. გელათის მონასტერში მიმდინარე ფიზიკური სამუშაობი იმ პროექტის ნაწლია, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეაბილიტაციას გულისხმობს.
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
გელათის წმ. გიორგის ეკლესია XIII ს-ის შუახანებშია აგებული და ღმრთისმშობლის ტაძრის მომცრო ასლს წარმოადგენს.