ნაივური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სისადავითა და უშუალობით გამორჩეულ უნიკალურ ხალხურ ფერწერას ტაბაკინის წმ. გიორგი ეკლესიაში საფრთხე აღარ ემუქრება. დაახლოებით ხუთი საუკუნის შEემდეგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ სარესტავრაციო პროცესები ტაბაკანის მონასტერში უკვე განახლდა.
ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის არქიტექტურის გამაგრებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ შარშან შეასრულდა. მიმდინარე წელს კი ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები ხორციელდება.
ხვალ, 20 სექტემბერს, 15:00 საათზე მიმიდინარე სამუშაოებს ტაბაკინის მონასტერში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი მოინახულებს.