ვიქნებით ძალიან ბედნიერები, თუ ევროკავშირში დავიკავებთ ბრიტანეთის ადგილს, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში დროს განაცხადა.
„ერთი რამ, რაც ჩვენ არ გვესმის, არის ის, თუ რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი [ბრექსიტზე]. ჩვენ ვიქნებით ძალიან ბედნიერები თუ დავიკავებთ მათ ადგილს ევროკავშირში. ჩვენ ვცხოვროთ მსოფლიოში, სადაც ძალიან ბევრი პრობლემაა. მაგრამ ჩვენი პასუხი სხვადასხვა გამოწვევების წინაშე არის ის, რომ უფრო ახლოს ვიყოთ ევროპასთან, ევროპულ სახელმწიფოებთან.
მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კონკურენტი იყო ექს-რუსი კანდიდატი, საქართველომ აირჩია ევროპა, ევროპული გზა. და კვლავ, მოუხედავად 2008 წლის რუსეთთან ომისა, მიუხედავად, ყოველდღიური პროვოკაციებისა, საქართველოს მოსახლეობა არის ერთიანი. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტმა დღეს, გუშინ და 18 წლის წინ აირჩია ევროპული გზა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.