დღეს ევროვიზიაა. 14 მაისს, პირველ ნახევარფინალში საქართველო მე-11 ნომრად წარსდგება.
ევროვიზიის კონცერტის პირდაპირი ტრანსლიაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება.
ხმის მიცემის ინსტრუქცია:
საქართველოში ხმის მიცემა პირველ ნახევარფინალში მონაწილე ნებისმიერი ქვეყნისთვის შეგიძლიათ, გარდა თავად საქართველოსი. ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს, საქართველოს წარმომადგენლის, ოთო ნემსაძის მხარდაჭერა შეუძლიათ. ამისთვის მათ უნდა უყურონ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელშიც იმყოფებიან. ოთო ნემსაძის გამოსვლის დროს ეკრანებზე დაიწერება SMS და ტელეფონის ნომრები. ხმის მიცემა საქართველოს გულშემატკივრებს ამ ნომრებზე მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნითა და დარეკვით შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ერთი ნომრიდან შესაძლებელია მხოლოდ 20 ზარის განხორციელება.
გაითვალისწინეთ, რომ პირველ ნახევარფინალში ხმას აძლევენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალში იღებენ მონაწილეობას.
ქვეყნები, საიდანაც საქართველოს წარმომადგენელს შეგიძლიათ დაუჭიროთ მხარი
➡კვიპროსი: დარეკეთ: 900 318 11 ან გააგზავნეთ სმს ნომერზე 5511 მონაწილის ნომრით - 11
➡ავსტრალია: დარეკეთ: 1902 55 81 11ან გააგზავნეთ სმს ნომერზე 1991 37 73 მონაწილის ნომრით -11
➡ბელგია: დარეკეთ: 0905 53 0 11 ან გააგზავნეთ სმს ნომერზე 6659 მონაწილის ნომრით- 11
➡ბელარუსი: დარეკეთ: 8810 10 1 03 11 ან გააგზავნეთ სმს ნომერზე 2880 მონაწილის ნომრით - 11
➡უნგრეთი: დარეკეთ: 06 91 636 136 11 ან გააგზავნეთ სმს ნომერზე 06 91 636 136 მონაწილის ნომრით -11
➡ჩეხეთი: გააგზავნეთ სმს ნომერზე 906 11 13 მონაწილის ნომრით -11
➡ფინეთი: დარეკეთ: 0700 79 1 11 ან გააგზავნეთ სმს ნომერზე 173005 მონაწილის ნომრით -11
➡მონტენეგრო: გააგზავნეთ სმს ნომერზე 14841 მონაწილის ნომრით- 11
➡პოლონეთი: დარეკეთ: 704 304 6 11 ან გააგზავნეთ სმს ნომერზე 73500 მონაწილის ნომრით - 11
➡სერბეთი: გააგზავნეთ სმს ნომერზე 1557 მონაწილის ნომრით -11
➡სლოვენია: დარეკეთ ნომრებზე: 090 77 11 ან *366*11#
➡ბელგია: დარეკეთ 0905 53 0 11 ან გააგზავნეთ სმს ნომერზე 6659 მონაწილის ნომრით -11
➡ესტონეთი: დარეკეთ 900 70 11 ან გააგზავნეთ სმს ნომერზე 13013 მონაწილის ნომრით - 11
➡საბერძნეთი: დარეკეთ 901 600 41 11 ან გააგზავნეთ სმს ნომერზე 19559 მონაწილის ნომრით -11
➡ისლანდია: დარეკეთ 900 99 11 ან გააგზავნეთ სმს ნომერზე 900 99 მონაწილის ნომრით - 11
➡პორტუგალია: დარეკეთ: 760 300 8 11
➡სან-მარინო: – არ მონაწილეობს ხმის მიცემის პროცესში
➡ისრაელი: გააგზავნეთ სმს ნომერზე 7070 მონაწილის ნომრით - 11
➡საფრანგეთი: დარეკეთ 36 32 11 ან გააგზავნეთ სმს ნომერზე 7 3003 მონაწილის ნომრით -11
➡ესპანეთი: დარეკეთ 905 81 00 11 ან გააგზავნეთ სმს ნომერზე 27734 მონაწილის ნომრით -11
ქვეყნები, საიდანაც პირველ ნახევარფინალში საქართველოს მხარს ვერ დაუჭერთ:
➡სომხეთი
➡ირლანდია
➡მოლდოვა
➡შვეიცარია
➡ლატვია
➡რუმინეთი
➡დანია
➡შვედეთი
➡ავსტრია
➡ხორვატია
➡მალტა
➡ლიეტუვა
➡რუსეთი
➡ალბანეთი
➡ნორვეგია
➡ჰოლანდია
➡ჩრდილოეთ მაკედონია
➡აზერბაიჯანი
ევროფესტივალის ფინალურ ეტაპზე ნახევარფინალებიდან 10-10 საუკეთესო ქვეყანა გადაინაცვლებს. ფინალში მოხვედრილ 20 ქვეყანას შორის იმღერებს კიდევ 6 ქვეყანა. დიდი ხუთეული ( დიდი ბრიტანეთი, გემანია, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი) და მასპინძელი - ისრაელი (წინა წლის გამარჯვებული). ევროფესტივალის ფინალური კონცერტი, 18 მაისს, ექსპო თელავივში გაიმართება.